საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ''წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავალისა'' (ილია მართალი)
14-15 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დაარსების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ''წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავალისა'' (ილია მართალი).
კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ მიმართულებებში:
-
საქართველოს სამოციქულო ეკლესია და ქართული სახელმწიფოებრიობა;
-
ქართველთა ეთნოგენეზისი და ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეები;
-
ისტორიული გეოგრაფია;
-
ბრძოლა სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და დამოუკიდებლობისათვის;
-
ეთნოსებთან ერთად ცხოვრების გამოცდილება (ტოლერანტობა);
-
კულტურა (ტრადიციები, ღირებულებები).
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული. მოხსენების რეგლამენტი 15 წთ. მოხსენებები მიიღება 2011 წლის 20 ივნისიდან 30 სექტემბრამდე. ნაშრომის გაფორმების წესი: ნაშრომი სრულდება A4 ფორმატის 1,5 ნაბეჭდი ტექსტი, მინდვრები 2 სმ, სტატია შესრულებული უნდა იყოს DOC ფაილის სახით (MS-Word) ჩაწერილი. ქართული ტექსტისათვის AcadNusx, ზომა 11, ინგლისური და რუსული ტექსტები Times New Roman, ზომა 11. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში. განაცხადს თან უნდა ახლდეს:
-
მომხსენებლის გვარი, სახელი, მამის სახელი, სამეცნიერო ხარისხი, სამუშაო ადგილი;
-
ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
-
მოთხოვნა აუდიო-ვიზუალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით (პროექტორი, ლეპტოპი და ა.შ)
სტატიის მოცულობა - არა უმეტეს 5 გვერდისა, გამოყენებული ლიტერატურით, თან უნდა ახლდეს რეზიუმე ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და მოხსენებები გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: teologiiscentri@gmail.com
გთხოვთ, წარმოადგინოთ მოხსენების ელექტრონული ვერსია CD დისკზე და მისი ამონაბეჭდი ასლი. საორგანიზაციო კომიტეტის მისამართი: ქ.თბილისი, კოსტავას 77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ტელეფონი: 236-54-10. საკონტაქტო პირი: მაია გურამიშვილი, 893-26-67-61.
|