ENGLISH VERSION       
 
 
 
 
 
 

 

 პოლიტექნიკური მუზეუმი
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია ეროვნული კუთვნილებაა და იგი ქართული ტექნიკური საინჟინრო აზრის სიძლიერის, მისი დიდი პოტენციალისა და სამომავლო პერსპექტივების ასახვას წარმოადგენს. საუნივერსიტეტო მემკვიდრეობის, მისი დღევანდელობისა და შემდგომში განვითარების დემონსტრირების განსახორციელებლად აღდგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მუზეუმი, რომელიც 1962 წელს დაარსდა.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მუზეუმი “პოლიტექნიკური მუზეუმი” სტუ-ს სასწავლო-საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულია, რომელიც საქმიანობას წარმართავს სტუ-ს წესდების და საკუთარი დებულების საფუძველზე. მუზეუმი არა-მარტო ფართო პროპაგანდას გაუწევს ქართულ ეროვნულ საინჟინრო მემკვიდრეობას, არამედ შეუზღუდავად მიაწვდის ყველა დაინტერესებულ პირს სრულფასოვან ინფორმაციას უნივერსიტეტისა და მისი ფაკულტეტების ჩამოყალიბების განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ამგვარ საგანმანათლებლო საქმიანობას ხელს შეუწყობს მუზეუმის, როგორც საექსპოზიციო მასალა, ასევე სხვადასხვა საინჟინრო-ტექნიკური მიმართულების ამსახველი ვირტუალური ვერსიები, რომელთა გაცნობა შესაძლებელია მუზეუმში.
 
Mმუზეუმის მიზანია სამუზეუმო, საგამოფენო, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობა, უნივერსიტეტში სამუზეუმო-საგამოფენო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.
მუზეუმის  საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: სამუზეუმო ექსპონატების მოძიება, დაცვა, ექსპონირება, სამუზეუმო კოლექციების ოპტიმიზაცია, რესტავრაცია, ინვენტარიზაცია და პოპულარიზაცია, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ინტერ-დისციპლინარულ მიდგომაზე დაფუძნებული მეცნიერული კვლევა; ქართული საგანმანათლებლო და საუნივერსიტეტო მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
 
მანანა თევზადზე– დირექტორი
ელ.ფოსტა: tevzadzem@gmail.ru
თინათინ წერეთელი _ უფროსი სპეციალისტი, საგანმანათლებლო-საექსპოზიციო პროგრამების მენეჯერი
ელ.ფოსტა:Tinatin_Tsereteli@mail.ru 
დონა ქორთიაშვილი–  სპეციალისტი I, გამოფენების მართვის მენეჯერი
ელ.ფოსტა:eminadze84@mail.ru
დავით გორგიძე_სპეციალისტი II,  საინფორმაციო  პროგრამების მენეჯერი
ელ.ფოსტა:dgorgidze@yahoo.com

თინათინ გოზალიშვილი _ სპეციალისტი III, სამუზეუმო ერთეულთა აღრიცხვის მენეჯერი 
ელ.ფოსტა: tinatingozalishvili@gmail.ru

 

 

 

 

 


"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი © 2004 ყველა უფლება დაცულია"
საიტის შექმნის თარიღი: 16.03.2000 | ბოლო განახლების თარიღი: 08/11/2011